საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2018 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ქ. ლონდონში საქართველოს საელჩოში გაიხსნება N15 საარჩევნო უბანი.

მისამართი: 4 Russell Gardens, London W14 8EZ.

ხმის მიცემის პროცესი დაიწყება 8:00 საათზე და დასრულდება 24:00 საათზე.

გაითვალისწინეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქემ თან უნდა იქონიოს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტი და/ან საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

საკონსულო აღრიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge