საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი.

მიმდინარე წლის 13 ივნისს, ლონდონში გაიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან, ჯონათან ჯანოგლისთან და ჯგუფის წევრ პარლამენტარებთან. ქეთევან ციხელაშვილი ასევე შეხვდა საგარეო და თანამეგობრობის ოფისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დამატებით დირექტორს, რუპერტ აინლისა და ლონდონში წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს.

ქეთევან ციხელაშვილი Chatham House-ის ყოველწლიურ კონფერენციასაც - "წესებზე დაფუნებული საერთაშორისო წესრიგი: შენარჩუნება და მოდერნიზაცია" დაესწრო.