საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ლონდონში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მისამართის შეცვლის გამო 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე მოქალაქეთა მიღებას ვერ განახორციელებს.

 

გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოში გასამგზავრებლად დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, დაგვიკავშირდით საკონსულოს ცხელ ხაზზე: 07872064830.

 

გთხოვთ, პასპორტის, პირადობის მოწმობის, სანოტარო აქტების, თარგმნის დამოწმების და სხვა საკონსულო მომსახურების თაობაზე შეკითხვები მოგვწერეთ საკონსულოს ელ-ფოსტაზე: london.con@mfa.gov.ge.

 

საკონსულო მომსახურება განახლდება 12 აგვისტოდან საელჩოს ახალ მისამართზე.

 

საქართველოს საელჩოს ახალი მისამართი:

 

Embassy of Georgia

20 Saint George’s Square

Pimlico

London

SW1V 2HP