საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში აცხადებს სტაჟირების კონკურსს

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში აცხადებს კონკურსს საელჩოში სტაჟირების გავლის მსურველთათვის. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და დასრულდება 3 დეკემბერს.

სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
საბუთები მიიღება 2018 წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; 
- ფლობდეს ინგლისურ ენას;
- არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: london.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

- განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (იხ. დანართი);
- ავტობიოგრაფია/CV;
- სამოტივაციო წერილი;
- პასპორტის ასლი;
- დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
- ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
- ერთი ფოტოსურათი (3X4).

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს, სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://uk.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2173&lang=1

https://drive.google.com/open