საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

24-31 მაისს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი (APPG) ჯონათან ჯანოგლის ხელმძღვანელობით საქართველოს ეწვია. ბრიტანეთის დელეგაციის ვიზიტი ორ ქვეყანას შორისუორდროპის სტრატეგიული დიალოგისსაპარლამენტო განზომილების ფარგლებში განხორციელ. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თემთა პალატის წევრი გორდონ მარსდენი, ლორდთა პალატის წევრები ლორდ კილკლუნი და ლორდ ნორსბრუქი. დელეგაციას თან ახლდა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვედნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს,  ასევე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრ და პარლამენტის წევრებს. ბრიტანელი პარლამენტარები დაესწრნენ თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ჯონათან ჯანოგლი ქუთაისში, პარლამენტის სესიაზე ქართველ კოლეგებს სიტყვით მიმართა. ვიზიტის ფარგლებში მიღებული იქნა ერთობლივი კომუნიკე. ბრიტანელმა პარლამენტარებმა ასევე მოინახულეს კახეთისა და სამეგრელოს რეგიონები და ეწვივნენ ზუგდიდში საოკუპაციო ხაზს.

კომუნიკე ქართულად