საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კემბრიჯის უნივერსიტეტში ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ყოველწლიური სემინარი მეხუთედ გაიმართა

15 ივნისს, კემბრიჯის უნივერსიტეტში ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ყოველწლიური სემინარი მეხუთედ გაიმართა. წლევანდელი სემინარის მთავრი თემა იყო ბრექსიტი და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის - “Brexit: What’s in it for Georgia?”.

ღონისძიებაზე სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა, ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა და საქართველოში ვაჭრობის საკითხებში ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენლმა მარკ პრიტჩარდმა, საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა დევიდ ლიმ, კემბრიჯის უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორმა დევიდ ჰოვარსმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ.

თავის გამოსვლაში დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ბრექსიტის შესაძლო შედეგებზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის კონტექსტში.

სემინარის მთავარი მიზანი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის უფრო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობის შესაძლებლობებისა და ასევე, იმ პოტენციური დაბრკოლებების განხილვა იყო, რომელიც ბრექსიტის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.