საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს განცხადება!

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თითქოს საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში შეგნებულად აფერხებს საქართველოს მოქალაქეთა წინასაარჩევნო რეგისტრაციას საიტზე მიმდინარე სამუშაოების გამო.

 

გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ როგორც საელჩოს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდი მუშაობს გამართულად და შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.


ამასთან, საელჩო მუდმივ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით.


საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული:

https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=41  

 

ამომრჩევლების რეგისტრაციის ბოლო ვადად კანონის თანახმად, განსაზღვრულია მ.წ. 7 ოქტომბერი. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური იმუშავებს 6 და 7 ოქტომბერს (შაბათ-კვირას) 18.00 საათამდე  დაინტერესებულ პირთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით.