საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

21 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ "ჩივნინგის" ქართველ სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

21 ოქტომბერს საქართველოს საელჩომ "ჩივნინგის" ქართველ სტიპენდიანტებს უმასპინძლა, რომლებიც სამაგისტრო პროგრამებს 2018-2019 სასწავლო წელს გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გადიან.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მაგისტრანტებმა თავიანთ სასწავლო პროგრამებსა და საქართველოში დაბრუნების შემდგომ გეგმებზე ისაუბრეს. ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მათთან ერთობლივი აქტივობების შესაძლებლობები განიხილა და ბრიტანეთში მათი ყოფნის განმავლობაში საელჩოს დახმარება აღუთქვა.

"ჩივნინგი" ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო სასტიპენდიო სქემაა, რომლის მიზანია მომავალი ლიდერებისთვის პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა.