საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში აცხადებს კონკურსს საელჩოში სტაჟირების გავლის მსურველთათვის!

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში აცხადებს კონკურსს საელჩოში სტაჟირების გავლის მსურველთათვის!

კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ერთ საუკეთესო აპლიკანტს.

სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება 2018 წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: london.emb@mfa.gov.ge.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; 
- ფლობდეს ინგლისურ ენას C1 დონეზე;
- არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- დიდ ბრიტანეთში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს:

- განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (იხ. დანართი);
- ავტობიოგრაფია/CV;
- სამოტივაციო წერილი;
- პასპორტის ასლი;
- დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
- გააჩნია დიდ ბრიტანეთში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
- ერთი ფოტოსურათი (3X4);
- ნასამართლობის შესახებ ცნობა (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularServices მომსახურება უფასოა).


კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 4 Russell Gardens, London, W14 8EZ

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს, სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: http://uk.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2174&lang=1

სტაჟირების განაცხადი.pdf