საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 1 ნოემბერს ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას “საქართველოს დღე” უმასპინძლა.

2018 წლის 1 ნოემბერს ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას  “საქართველოს დღეუმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა სათაურითსაქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921; მაშინ და ახლა”.

 

სემინარი  ფორმატის დამაარსებელმა და თანა-ორგანიზატორმა თამარ დრაგაძემ გახსნა. შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უესტმინტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა - პროფესორებმა პიტერ ბონფილდმაენდრიუ ლინსმა და ჯონ მარფიმ.

 

საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის, როგორც დემოკრატიის უნიკალური ექსპერიმენტისა  და პირველი ევროპული სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, განსაკუთრებული აქცენტით  მის როლზე თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში

 

ბრიტანელმა პარლამენტარმა ჯონათან ჯანოღლიმ საქართველო-ბრიტანეთის ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების მაღალი დონის ფორმატზე გააკეთა პრეზენტაცია, რომელიც სერ ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს.

 

ჟურნალისტმა და მწერალმა ერიკ ლიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი წარმოადგინა თავისი  წიგნიდან: “ექსპერიმენტი: საქართველოს დავიწყებული რევოლუცია, 1918-1921”. 

 

თავის  მოხსენებაშისაქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება: რატომ 26 მაისისაქართველოს საელჩოს მრჩეველმა გიორგი კობახიძემ  იმ დროის გეოპოლიტიკური კონტექსტი და ის ძირითადი ფაქტორები მიმოიხილა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.

 

ბოდლეის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთ განყოფილების ხელმძღვანელმა და მარჯერი უორდროპის ფონდის თავმჯდომარემ ჯილიან ევისონმა უორდროპების ცნობილი  კოლექციის შესახებ გააკეთა პრეზენტაცია, განსაკუთრებული ფოკუსით მის მნიშვნელობაზე თანამედროვე საქართველოსთვის

 

საქართველოს დღისთანა-ორგანიზატორებმა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის ლექტორებმა, ნინო ფორაქიშვილმა და პიტერ ლიდიარდმა წარმოადგინეს ლექცია თემაზე: “განათლება და მეცნიერება: ცვლილებათა ასწლეული”.

 

ლონდონში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა მამა გიორგი ტრაპაიძემ  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე ისაუბრა.

 

ლონდონის ქართული ფილმების ფესტივალის დირექტორმა ჯეისონ ოსბორნმა თავისი პრეზენტაცია ქართული კინემატოგრაფიის 100 წლიან პერიოდს მიუძღვნა. პიტერ ნეისმიტმა ფოტო-კოლაჟი წარმოადგინა სახელწოდებით "დამოუკიდებლობა და მთის მოსახლეობა".

 

ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წევრმა ქეთი კალანდაძემ ლონდონის  ერთ-ერთ უნივერსიტეტში (University College London) ახლახანს ინიცირებული ქართული ენის კურსისა და BGS-ის რამდენიმე მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრა. კონფერენციის ამავე ნაწილში დამსწრე საზოგადოებამ ტრადიციულად მოისმინა დამეგობრებული ქალაქების - ბრისტოლ-თბილისის, ნიუპორტ-ქუთაისისა და ნიუკასლ-ახალციხის ასოციაციების მოხსენებები, ასევე სიახლეები საქველმოქმედო ორგანიზაციამკურნალისსაქმიანობაზე

 

სესიებს შორის შესვენებისას ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმიდამოუკიდებლობის ქრონიკები”. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ასევე გამოფენა, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებს, მნიშვნელოვან ინიციატივებსა და პიროვნებებს  მოიცავს და მომზადებულია საქართველოს საელჩოს მიერ.

 

საქართველოს დღეტრადიციული ფორმატია, რომლის ფარგლებშიც უესტმინსტერის უნივერსიტეტი ყოველწლიურად, ნოემბრის თვეში  სხვადასხვა აქტუალურ თემაზე კონფერენციას მასპინძლობს. წელს კონფერენცია 31-ჯერ ჩატარდა.