საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

8 ნოემბერს ქ. თბილისში გაიმართება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა.

8 ნოემბერს ქ. თბილისში გაიმართება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი - გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში სერ ალან დანკანი.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ დაწყებამდე, გაიმართება მინისტრების ორმხრივი შეხვედრა, რის შემდეგაც დავით ზალკალიანი და სერ ალან დანკანი გახსნიან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის პლენარულ სესიას. გახსნითი ცერემონიის შემდეგ, გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/0cf2d