საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

11 ნოემბერს, ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში ჩაის ყველაზე დიდი კოლექციის - London Tea Exchange-ის საზეიმო გახსნაში.

11 ნოემბერს, ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში ჩაის ყველაზე დიდი კოლექციის - London Tea Exchange-ის საზეიმო გახსნაში, რომელშიც წარმოდგენილია 300-ზე მეტი სახეობის ჩაი მსოფლიოს 43 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

ღონისძიების ფარგლებში ელჩი შეხვდა ლონდონის მერს სადიკ ხანს, London Tea Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს შეიხ ალიურ რაჰმანს და ბარონესა უდდინს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლონდონის მერმა სადიკ ხანმა, რომელიც გამოსვლისას მიესალმა საქართველოს ელჩს და ახსენა საქართველო მსოფლიოში ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის.

ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და შეიხ ალიურ რაჰმანი შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში London Tea Exchange-ში ქართული ჩაის პრეზენტაციის გამართვაზე. ღონისძიების დასასრულს ელჩმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.