საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ლონდონში ვიზიტად მყოფ მარიამ ქოჩაშვილთან, გიორგი სეხნიაძესთან და შაკო სვიანაძესთან.

20 თებერვალს, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სოფო ქევხიშვილის ინიციატივით, საქართველოს საელჩოში, გაიმართა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ლონდონში ვიზიტად მყოფ მარიამ ქოჩაშვილთან, გიორგი სეხნიაძესთან და შაკო სვიანაძესთან.

ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების გარდა, ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას Wimbledon School of English-ში.

საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა საქართველოს ელჩს და ახალგაზრდა ელჩს თავიანთი საინტერესო ისტორიები უამბეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ახალგაზრდებს სამახსოვრო სუვენირები გადასცა, მათ შორის თავისი ავტოგრაფით ჟურნალი "დიპლომატი" , რომელიც ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებს ეხება.