საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტი ქ. ბელფასტში.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტი . ბელფასტში.

20-21 მარტს გაიმართა საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილისა და დესპანის, ეკატერინე კოკაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, . ბელფასტში.

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება და შემდგომი განვითარება. ასევე აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებთან საქართველოს წარმატებული რეფორმებისა და რუსული ოკუპაციის გამოწვევების გაცნობა და საინვესტიციო კლიმატის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, ეს იყო საქართველოს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში.

. ბელფასტში ვიზიტის ფარგლებშისტორმონტის ციხესიმაგრეში“ (მთავრობის ადმინისტრაცია) საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობაში საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის დირექტორს, ენდრიუ მაკკორმიკს, ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, დეიდრე გრიფიტს და მთავრობის აღმასრულებელი და მრჩეველთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნეილ ჯექსონს. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ჩრდილოეთის ირლანდიის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოხატეს სრული მზაობა საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში (პარლამენტში) არ ტარდება სხდომები, გაიმართა ელჩის გაფართოებული შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, საიმონ ბაროუსთან და პარლამენტარების მრავალპარტიულ ჯგუფთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტებს შორის კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბების შესაძლებლობები. პარლამენტარების მხრიდან ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

თავის მოხსენებაში საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, წარმატებებზე და ქვეყნის წინაზე არსებულ გამოწვევებზე. თამარ ბერუჩაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების და ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით, თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკის სამინისტროს, Northern Ireland Cooperation Overseas-სა (NI-CO) და InvestNI-ის წარმომადგენლებს, კერძოდ, ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკის სამინისტროს ევროკავშირიდან გასვლის, ვაჭრობისა და მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორს, ვიქტორ დუკელოუს; NI-CO- აღმასრულებელ დირექტორს, გრემი მაკკემონს და InvestNI- ხელმძღვანელებს ვაჭრობისა და საინვესტიციო საკითხებში ნაიჯელ სანდს და ქის ჩალმერს.

შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ბიზნეს კომპანიების დაკავშირების, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმის გაფორმების, ასევე მაღალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კუთხით ჩრდილოეთ ირლანდიის გამოცდილების გაზიარების საკითხები. თავის პრეზენტაციაში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოსა და ქვეყნის, როგორც სტრატეგიული რეგიონული ჰაბის, უდიდესს სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილს საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში.

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაიმართა ელჩის შეხვედრები Ulster University- გლობალური ურთიერთობების მიმართულების ვიცე კანცლერთან, იან მონტგომერისთან და Queens University Belfast-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნუალა ქორთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის და გაცვლით პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის პერსპექტივები, ასევე უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსთან ახალი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ Ulster University-ის საერთაშორისო კონფლიქტის კვლევების ინსტიტუტს (INCORE) გააჩნია გამოცდილება Erasmus+ PESTUGE-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს 5 უნივერსიტეტთან.

. ბელფასტში ელჩის თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტის მიზანს ასევე წარმოადგენდა საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის კულტურული და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება. ამ კონტექსტში თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ჩრდილოეთ ირლანდიის ხელოვნების საბჭოს (Arts Council) წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელოვნებო და კულტურის სფეროში მომავალი თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში მონაწილეობის საკითხებს.