საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და უკრაინის საელჩოების წარმომადგენლებმა ქ. ლონდონის ომის საიმპერიო მუზეუმში არსებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მიმდინარე წლის 8 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების წარმომადგენლებმა ქ. ლონდონის ომის საიმპერიო მუზეუმში არსებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ცერემონიალს აგრეთვე დაესწრო გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორი, ბატონი მარტინ ჰარისი.