საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერთიანებული სამეფოს ქალაქ რაგბიში გამართულ სასკოლო შეჯიბრში ბრიტანულმა სკოლამ - ,,Northlands Primary School“ - რაგბიში საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმოადგინა.

გაერთიანებული სამეფოს  ქალაქ რაგბიში გამართულ სასკოლო შეჯიბრში ბრიტანულმა სკოლამ - ,,Northlands Primary School“ - რაგბიში საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმოადგინა.

.. 4 ოქტომბერს, გაერთიანებულ სამეფოს ქალაქ რაგბიში, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად გაიმართა სასკოლო შეჯიბრი, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ბრიტანული სკოლის მოსწავლეებმა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ფარგლებში, ერთ-ერთმა ბრიტანულმა სკოლამ - ,,Northlands Primary School - რაგბიში საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმოადგინა.

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ, საქართველოს რაგბის კავშირის დახმარებით, საქართვლოს სახელით მოასპარეზე ბრიტანული სკოლის მოსწავლეებს გადასცა აქსესუარები საქართველოს რაგბის ნაკრების სიმბოლიკით.

საქართველო საელჩო მადლიერებას გამოხატავს თემთა პალატის წევრის, ბატონ მარკ პოუსის, ასევე ტურნირის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ საქართველოს წარმოდგენისთვის.

2019 წლის რაგბის ჩემპიონატის ფარგლებში, დაგეგმილი ზემოხსენებული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც საქართველოს, ისე ქართული რაგბის პოპულარიზაციას.

ბრიტანული ქალაქი რაგბი არის რაგბის წარმოშობის ადგილი, სადაც ასევე განთავსებულია რაგბის მსოფლიო მუზეუმი.