საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი ლონდონში ვიზიტით მყოფ საქართველოს სტრატკომის დელეგაციას შეხვდა.

2019 წლის 14 ნოემბერს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ქ. ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციასთან, რომელიც დაკომპლექტებული იყო საქართველოს სხვადასხვა უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურების წარმომადგენლებით.

ელჩმა და დელეგაციის წევრებმა მიმოიხილეს და შეაჯამეს სამუშაო ვიზიტის შედეგები, ასევე აღნიშნეს, რომ შესაძლებელია სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება.

თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ საელჩო მიესალმება და ყოველმხრივ შეუწყობს ხელს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინსტიტუციონალიზაცია.