საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-ს დაარსების 70 წლისთავის აღსანიშნავად, მ.წ. 3-4 დეკემბერს, ლონდონი ნატო-ს ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს .

მ.წ. 3-4 დეკემბერს, ლონდონი უმასპინძლებს ნატო-ს ლიდერების შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს-ს წევრი სახელმწიფოების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება ნატო-ს დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად.

ნატო-ს ლიდერების შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხება ალიანსის განვლილ გზას, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებს, ამასთან, განხილულ იქნება ნატო-სთვის აქტუალური ისეთი საკითხები, როგორიც არის - ერთობლივი შეიარაღებული ძალების მზაობის გაუმჯობესება, ტერორიზმის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმის დახვეწა და თავდაცვის ხარჯების უფრო სამართლიანი ბალანსირება.  

ნატო-ს ლონდონის შეხვედრისას, წევრი ქვეყნის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოახდენენ, როგორც  ტრანს-ატლანტიკური  კავშირის კრიტიკული მნიშვნელობის ისე ნატო-ს ერთიანობისა და ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის პრინციპებისადმი ერთგულების დადასტურებას.   

ნატო-ს ლიდერების შეხვედრაში, სხვა ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც განსაკუთრებული პარტნიორი მოწვეული არის ნატო-ს ლიდერების შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებაში - “NATO engages”. ხსენებული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში თემაზე - „ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე: უსაფრთხოება ნატო-ს წინა ხაზზე“.  

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან, ქრისტოფერ პინჩერთან და მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის მინისტრის, დომინიკ რააბის მიერ მოწვეულ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში.