საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„მუდამ გახსოვდეთ საქართველო“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-ს 70 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში ქ. ლონდონში გამართული კონფერენციის მონაწილეებს.

საქართველოს საგარეო მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ლიდერების შეხვედრის პარალელურად, გამართულ ღონისძიებაში - “NATO engages: Innovating the Alliance”.

ღონისძიების ფარგლებში, დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა სადისკუსიო პანელზე, თემაზე - „ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე: უსაფრთხოება ნატო-ს წინა ხაზზე“. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუმინეთის, ლიტვისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები.

თავის გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ნატო-ს მოწინავე პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, რაც თავის მხრივ, არის წარმატებით განხორციელებული რეფორმების შედეგი და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან ყველა არსებული ფორმატის გათვალისწინებით.

ამასთან, დავით ზალკალიანმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დღემდე ადგილი აქვს მოქალაქეების დევნასა და უკანონო დაკავებებს, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით.

დისკუსიის შემაჯამებელ ნაწილში, შეკითხვაზე თუ რა უნდა იყოს ნატო-ს მთავარი საზრუნავი მომდევნო ათწლეულში, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა - ,,მუდმივად გახსოვდეთ საქართველო“.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპისა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან, ქრისტოფერ პინჩერთან. ხსენებული შეხვედრისას, საუბარი შეეხო ბრიტანეთი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის მინისტრის, დომინიკ რააბის მოწვევით გამართულ ნატო-ს წევრი და პრტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.