საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2021 წლის 8 აგვისტოდან, ლონდონის დროით 04:00 საათზე საქართველო გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო მიმოსვლის ე. წ. „წითელ სიაში“ გადავიდა. შესაბამისად, საქართველოდან ბრიტანეთში მიმავალი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფლობენ ბრიტანეთში ბინადრობის უფლებებს.

კერძოდ,  ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის დღეისათვის მოქმედი რეჟიმის თანახმად, ბოლო 10 დღის განმავლობაში „წითელ სიაში“ შემავალ ქვეყანაში ყოფნის ისტორიის შემთხვევაში ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ მხოლოდ ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეებსა და იმ პირებს, ვინც ფლობს გაერთიანებულ სამეფოში ბინადრობის უფლებებს.

„წითელი სიის“ რეჟიმის თანახმად, სავალდებულოა:

- უშუალოდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
- 10-დღიანი კარანტინის გავლის სასტუმროსა და კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს ტესტირების წინასწარ დაჯავშნა საკუთარი ხარჯებით;
- მგზავრის ადგილსამყოფელის შესახებ ფორმის წინასწარ შევსება.

 

ვრცლად: https://www.gov.uk/guidance/red-amber-and-green-list-rules-for-entering-england