საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ლორდ აჰმად უიმბლდონთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საერთაშორისო ფორმატებში არსებული აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათა შორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოგლისთან და ლორდთა პალატის წევრ ლორდ კილკლუნისთან.

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/d8835