ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

ქართველი კადეტი ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს. 

განთავსების თარიღი: 30.04.2017
 

28 აპრილს საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი სიტყვით გამოვიდა დიპლომატ ქალთა კლუბის წინაშე. ქ-მა თამარმა, როგორც საპატიო სტუმარმა ახალგაზრდა დიპლომატ ქალბატონებს გააცნო თავისი გამოცდილება საქართველოს საგარეო სამსახურში.

განთავსების თარიღი: 28.04.2017
 

 

განთავსების თარიღი: 27.04.2017
 

2017 წლის 26 აპრილს ქ. ლონდონში საქართველოს საელჩოში გაიმართა მორიგი მრგვალი მაგიდა თემაზე: ნატოს მზარდი როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში. აღნიშნული ღონისძიება საელჩოს მიერ შემუშავებული Wine table talks ნაწილია.

განთავსების თარიღი: 26.04.2017
 

ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა გამოვლენისა და მათი დამსახურების აღიარების მიზნით ხორციელდება პროგრამა „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.

კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 21 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით.

განთავსების თარიღი: 26.04.2017
 

საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი აღიარებულ იქნა 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად ევრაზიის რეგიონიდან.

ჯილდო ელჩს Tata DIPLOMAT magazine-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ცერემონიაზე გადაეცა, რომელიც 2017 წლის 24 აპრილს ქ. ლონდონში Jumeirah Carlton Tower-ში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა 250 სტუმარი, მათ შორის იყვნენ ქ. ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, წამყვანი დიპლომატები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 25.04.2017
 

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად 30 მარტს, ქ. ლონდონში ევროპის სახლში (Europe House) საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილისა და მალტის უმაღლესი კომისრის ნორმან ჰამილტონის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, სახელით გაიმართა მიღება. 

განთავსების თარიღი: 31.03.2017
 

2017 წლის 24 მარტს, ქ. ჟენევაში  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანა-სპონსორი გახდა 43 სახელმწიფო.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე.

განთავსების თარიღი: 24.03.2017
 

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული ემიგრაციის უხუცესის ბატონ ალექსანდრე ბესტავაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ალექსანდრე - საშიკო პაპა -  როგორც მას მოფერებით ეძახდნენ, წელს  110 წლის გახდებოდა. მართალია, მან თავისი ხანგრძლივი ცხოვრების 85 წელიწადი საზღვარგარეთ გაატარა, მას არც ერთი წუთით, არ შეუწყვეტია სამშობლოზე ფიქრი. მას ხშირად უთქვამს საუბრებში, რომ თავისი ბავშვობის ალაგი ესიზმრებოდა და აღსანიშნავია ისიც, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობდა. 

 

განთავსების თარიღი: 24.03.2017
 

ქ. ლონდონში მომხდარ ტერორისტულ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

განთავსების თარიღი: 22.03.2017
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ