ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბ-ნი დავით დონდუას ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში

2017 წლის 23-26 იანვარს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას, ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა საგარეო და  თანამეგობრობის ოფისის ევროპისა და ამერიკისა საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სერ ალან დუნკანს, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლის, საგარეო და  თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, მაიკლ თეთემს, ასევე დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. საგარეო და თანამეგობრობის ოფისში საუბარი შეეხო უორდროპის სტრატეგიული დიალოგის შემდეგი რაუნდის გამართვას, რომელიც ქ. ლონდონში, მიმდინარე წლის ოქტომბერში არის დაგეგმილი. ასევე განხილულ იქნა უახლოეს მომავალში მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვა. 

შეხვედრებზე მინისტრის მოადგილემ ბრიტანულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის ევროპული და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე პროცესებზე.

განსაკუთრებული განხილვის თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე აფხაზეთის რეგიონის სოფლებში - ნაბაკევსა და ოტობაიაში - ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კიდევ უფრო გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

მან მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესებში წვლილის შეტანისთვის.

თავის მხრივ, ბრიტანულმა მხარემ დაადასტურა აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეებზე საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ