ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მრგვალი მაგიდა თემაზე: თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში

2017 წლის 30 იანვარს საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და British Medical Journal-ის მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში. აღნიშნული ღონისძიება საელჩოს მიერ შემუშავებული Wine table talks ნაწილია.

დისკუსია მიეძღვნა საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და British Medical Journal-ს შორის თანამშრომლობასა და ახალი საინტერესო ინიციატივების შემუშავებას.

British Medical Journal საქართველოში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ემსახურება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ელექტრონულ სწავლებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აჟამად, პროექტში ჩართულნი არიან როგორც სამედიცინო კლინიკები და საავადმყოფოები, ისე სამედიცინო ასოციაციები და ტრეინინგ ცენტრები. 450 პროფესიონალი უკვე იყენებს ამ პლატფორმას და მათი რიცხვი იზრდება. პროექტში ჩართულმა 80-მა პირმა უკვე მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი. ასევე დაწყებულია მუშაობა ქართულენოვან პორტალზე. ხდება თარგმნილი ლიტერატურის შემოწმება პორტალზე განსათავსებლად. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომლის მიზანია საქართველოში British Medical Journal-ის საქმიანობის დაგეგმვა და კოორდინაცია და საგანმანათლებლო პლატფორმის ინსტიტუციონალიზაცია.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ