ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქეთი კაპანაძის მონოგრაფიის პრეზენტაცია

2017 წლის 2 თებერვალს ლონდონში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართველი ხელოვანის ქეთი კაპანაძის მონოგრაფიის „What is Love“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოსცა გერმანულმა გამომცემლობამ “Verlag Kettler”. რედაქტორია მხატვარი გია ეძგვერაძე. პრეზენტაციაზე მყოფ სტუმრებს სიტყვით საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა მიმართა.

ღონისძიებაზე წიგნი ბრიტანელმა კურატორმა დევიდ ლილინგტონმა წარადგინა. მასში შესული ცალკეული სტატიების ავტორები არიან გერმანელი კრიტიკოსი ნოემი სმოლიკი, ბერლინის ნოიერ კუნსტფერაინის კურატორი კატრინ ბეკერი, ბრუკლინის პრატის უნივერსიტეტის ლექტორი დომინიკ ნახასი და დევიდ ლილინგტონი. წიგნზე და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა ასევე ქეთი კაპანაძემ, რომელიც ლონდონში გერმანიიდან ჩამოვიდა, სადაც ბოლო 17 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს.

მონოგრაფიის პრეზენტაცია პირველად საქართველოში, ეროვნულ მუზეუმში შედგა. ქეთის გამოფენები და პრეზენტაციები მოეწყო ისეთ ცნობილ მუზეუმებში როგორიცაა: ჰამბურგერ ბანჰოფი (ბერლინი), ნოიე ბერლინერ კუნსტფერაინი (ბერლინი), კუნსტ პალასი (დიუსელდორფი), მუზეუმ ამ ოსტფალ (დორტმუნდი), კუნსტმუზეუმ ბოხუმ (ბოხუმი) და სხვა.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 23 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ