ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის შეხვედრა უესტმინსტერის ფონდის პროგრამის უფროს მენეჯერთან

14 თებერვალს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი უესტმინსტერის ფონდის პროგრამის უფროს მენეჯერს კრის ლევიკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ფორდის საქმიანობა საქართველოში და მისი ამჟამინდელი და დაგეგმილი პროექტების წინსვლა და სამომავლო გეგმები.

უესტმინსტერის ფონდი საქართველოში 2009 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს საპარლამენტო პროგრამები, რომლებიც ეძღვნება პარლამენტის წევრებისა და დასაქმებულთა პროფესიონალური განვითარებასა და პარლამენტის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

ამჟამად, უესტმინსტერის ფონდი ევროკავშირსა და გაეროს განვითარების ფონდთან ერთად მუშაობს საქართველოში საპარლამენტო პროგრამებზე, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: პარლამენტის ახალ წევრთათვის გაცნობითი ხასიათის სემინარების გამართვა; პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობა, მათ შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების სამსახურის შექმნაში დახმარება; პარლამენტის ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერება.

გარდა ამისა, ფონდმა კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით განახორციელა პროგრამა, რომლის მიზანი იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლობის გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოებასთან სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა სფეროში მთავრობის 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე კრიმინალურ კოდექსში ცვლილებების შეტანისა და სხვა საკითხებზე.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ