ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს სერ ალან დუნკანს შეხვდა

მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს სერ ალან დუნკანს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს  საქართველოსა და  დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა. საუბარი შეეხო  პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების,   ეკონომიკის,  ენერგეტიკის და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით არსებულ ურთიერთობებს და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორმხრივი თანამშრომლობა ქმნის.  

სახელმწიფო მინისტრმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.   მინისტრმა მადლობა გადაუხადა სერ ალან დუნკანს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში  გაერთიანებული სამეფოს აქტიური ჩართულობისთვის.  

სახელმწიფო მინისტრი მიესალმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და ქართველ ხალხს მიულოცა ახლო მომავალში შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა აერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირიდან საქართველოსთან ურთიერთობებში ბარიერებს არ შექმნის და დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ