ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მიადგილის სიტყვით გამოსვლა RUSI-ში

2017 წლის 3 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მიადგილე დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული კვლევების სამეფო ინსტიტუტში (RUSI).

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

თავის გამოსვლაში დავით ზალკლიანმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორც ორხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში.

მინისტრის პირველმა მოდგილემ ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ კუთხით, აღინიშნა ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან შევა.

დავით ზალკალიანმა თავის გამოსვლაში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს მიერ აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ძალის არგამოყენების შესახებ ცალმხრივად აღებული ვალდებულება და ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა.

აგრეთვე, დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ამა წლის 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე და აფხაზეთის რეგიონის საოკუპციო ხაზის გასწვრივ მდებარე გამსვლელი პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებაზე.

დავით ზალკალიანის გამოსვლის შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ