ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩი აღიარეს წლის საუკეთესო დიპლომატად ევრაზიის რეგიონში

საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი აღიარებულ იქნა 2017 წლის საუკეთესო დიპლომატად ევრაზიის რეგიონიდან.

ჯილდო ელჩს Tata DIPLOMAT magazine-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ცერემონიაზე გადაეცა, რომელიც 2017 წლის 24 აპრილს ქ. ლონდონში Jumeirah Carlton Tower-ში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა 250 სტუმარი, მათ შორის იყვნენ ქ. ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, წამყვანი დიპლომატები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია უკვე მე-9 წელს ითვლის და აღიარებს ლონდონის დიპლომატიური წარმომადგენლობების გამორჩეულ საქმიანობასა და წარმატებებს, რაც მათი ქვეყნების კეთილდღეობას ემსახურება. ჟურნალმა DIPLOMAT გამარჯვებულები გამოავლინა 10 კატეგორიაში. კანდიდატები დასახელებულ იქნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ