ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მრგვალი მაგიდა თემაზე: ნატოს მზარდი როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში

2017 წლის 26 აპრილს ქ. ლონდონში საქართველოს საელჩოში გაიმართა მორიგი მრგვალი მაგიდა თემაზე: ნატოს მზარდი როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში. აღნიშნული ღონისძიება საელჩოს მიერ შემუშავებული Wine table talks ნაწილია და 2017 წელს ეძღვნება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

აღნიშნული ფორმატი ქართული სუფრის ტრადიციას ეყრდნობა და გულისხმობს მონაწილეთა შეხვედრას არაფორმალურ გარემოში აქტუალური საკითხების განსახილველად.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას იღებდნენ ნატოს წევრი ქვეყნების საზღვაო ოფიცრები. დისკუსია მიეძღვნა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას, ნატოს როლს ევროპისა და, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში და სამომავლო გეგმებს.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებს ქართული ღვინითა და ხაჭაპურით გაუმასპინძლდნენ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ