ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართველი კადეტი სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს

ქართველი კადეტი ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს. ბატონ პაპავაძეს ჯილდო გადაეცა 28 აპრილს სამხრეთ უელსის ბრეკონის ქვეითთა საბრძოლო სკოლაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების 160-ე ბრიგადის შტაბ-ბინაში მდებარეობს და რომლის ბატალიონი რეგულარულად იღებს მონაწილეობას საქართველოში გამართულ ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში.

საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო დაჯილდოების ცერემონიაში. მან ალექსანდრეს მიულოცა ეს დიდი წარმატება, რომელიც არა მხოლოდ პირადად მის, არამედ საქართველოს აღიარებას წარმოადგენს.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ