ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
London Wine Fair 2017

23 მარტს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ეწვია ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენას (London Wine Fair 2017 https://www.londonwinefair.com/), რომელიც 22-24 მაისს ტარდება ლონდონის საგამოფენო ცენტრში Olympia. მიმდინარე წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 17-მდე ქართული ღვინის კომპანია, მათ შორის „თბილღვინო“, „ასკანელი ძმები,“ „შატო ნეკრესი,“ „ქინძმარაულის მარანი“ და სხვა. ელჩმა მოინახულა ქართული სტენდი და შეხვედრა გამართა ქართველ მეღვინეებთან, რომლებსაც ესაუბრა ქართული ღვინის ექსპორტსა და პოპულარიზაციაზე გაერთიანებულ სამეფოში.

საელჩო აქტიურად არის ჩართული გაერთიანებულ სამეფოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, რომ ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ფართოდ გავრცელდეს.

ბრიტანეთი ქართული ღვინის მწარმოებლებისათვის წარმოადგენს მზარდ საექსპორტო ბაზარს და ამგვარ გამოფენებზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობა გასაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი ღვინის მწარმოებლები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას ლონდონის ღვინის გამოფენებში. მიმდინარე გამოფენა წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ღვინის საერთაშორისო ღონისძიებას, სადაც მონაწილეობას იღებს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და წარმოდგენილია 100 ათასზე მეტი ღვინო.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 8
9 10 12 13 14 15
16 17 18 19 20 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ