ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღღგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და მიღება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და მიღება ქ. ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ "Lansdowne Club"–ში 30 მაისს გაიმართა.

ცერემონიაზე დამსწრე სტუმართა შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის მარშალი ალისტერ ჰარისონი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, ქ. ლონდონში აკრედიტებული ელჩები, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორი რობერტ ჯონსი და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის  დირექტორი მაიკლ თეთემი; ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები  „სამხედრო საზღვაო ძალების უმცროსი და თანაშემწე ატაშეების ასოციაციიდან“ (the Association of Junior and Assistant Naval Attaches - AJANA), ასევე ქართული დიასპორის, მედიის, აკადემიური, კულტურული და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

სტუმრებს მიესალმნენ ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები ადგილობრივი ანსამბლიდან „ფესვები“ და დაურიგეს საქართველო-ბრიტანეთის დროშების სამკერდე ნიშნები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და დიპლომატიური კორპუსის მარშალმა, ალისტერ ჰარისონმა.

საქართველოს ელჩმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას,  პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე აბრეშუმის გზაზე ტრადიციული სატრანზიტო ფუნქციის განხორციელების მნიშვნელობას. „საქართველო აღარ არის პოსტ-საბჭოთა ქვეყანა. მან თავისი ადგილი დაიმკვიდრა, როგორც დემოკრატიულმა აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყანამ.”

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია ჯერ კიდევ 1919 წელს ბრიტანელი დიპლომატი ოლივერ უორდროპი თბილისში ტრანსკავკასიის მთავარ კომისრად მოვლინების შემდეგ დაიწყო და 1992 წლის 27 აპრილს აღდგა. ამჟამად, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ყოველწლიური ”უორდროპის დიალოგის” ფარგლებში საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს აქვთ მჭიდრო ამხედრო-პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას, აგრეთვე, ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

დიპლომატიური კორპუსის მარშალმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მან ისაუბრა ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, რომელიც არის ღვინისა და ოქროს საწმისის სამშობლო.

საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჰიმნების შემდეგ, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართველი პიანისტების ილია ლომთათიძისა და ბარბარე თათარაძის კონცერტი, რომლებმაც ევროპელი და ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების კომპოზიციები შეასრულეს და დამსწრეთა ოვაციები დაიმსახურეს. წარმატებულ ახალგაზრდა პიანისტებს უკვე მოპოვებული აქვთ ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები და ფონდის SOS Talents ხელშეწყობით მონაწილეობას იღებენ კონცერტებში საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ღონისძიებაზე სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდნენ.

დამატებით სურათები იხილეთ https://www.facebook.com/pg/Geoemblondon/photos/?tab=album&album_id=1451438684918478

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 8
9 10 12 13 14 15
16 17 18 19 20 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ