ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის ოფიციალური ვიზიტი უელსში - ნიუპორტი

2017 წლის 20-21 ივნისს მიმდინარეობს საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი უელსში. ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოს საელჩოს, უელსის ხელისუფლებისა და ნიუპორტ-ქუთაისის ასოციაციის მიერ.

ქ. ნიუპორტში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა 1989 წლიდან ნიუპორტის დაძმობილებული ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ქუთაისის საკრებულოს წევრი დავით წიტაიშვილი.

საქართველოს ელჩი და ქუთაისის მერი ეწვივნენ ქ. ნიუპორტის მერიას, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და ნიუპორტის საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნიუპორტის საკრებულოს მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, უილ გოდფრი, ნიუპორტ-ქუთაისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარე სონია ფიშერი და ყოფილი თავმჯდომარე როზმარი ბატლერი. ქ-ნი ბატლერი იყო ნიუპორტის მერი ნიუპორტსა და ქუთაისს შორის დაძმობილების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, 2016 წლის მაისამდე კი უელსის ეროვნულის ასამბლეის თავმჯდომარე. მას დიდი წვლილი მიუძღვის ორ ქალაქს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების შესაძლებლობების განხილვა, ამასთან, ერთობლივი პროექტების განხორციელების დაგეგმვა.

თამარ ბერუჩაშვილმა და შოთა მურღულიამ ასევე მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში ნიუპორტსა და ქუთაისს შორის სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ ნიუპორტის ქალაქის საკრებულოს, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის, უელსის ფეხბურთის ასოციაციის - Gôl! და Coleg Gwent-ის წარმომადგენლები. განხილვის მთავარი თემა იყო არსებული ერთობლივი პროექტების მიმდინარეობა, ახალი პროექტების განხორცილება და გამოცდილების გაზიარება ნიუპორტსა და ქუთაისს შორის.

შეხვედრების შემდეგ საქართველოს ელჩს საშუალება ჰქონდა, მოენახულებინა ნიუპორტის საერთაშორისო სპორტული სოფელი, რომლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეთათვის სტაჟირების პროგრამის განხორციელება. ელჩი ასევე ესტუმრა ნიუპორტის რაგბის კლუბს და დაათვალიერა ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები, მათ შორის Kutaisi Walk და Friars Walk.

ქ. ნიუპორტში ვიზიტის დასასრულს, ქუთაისი-ნიუპორტის ასოციაციის ორგანიზებით სტუმრების საპატივსაცემოდ გაიმართა მიღება და სადილი. საქართველოს ელჩი სიტყვით წარსდგა დამსწრე აუდიტორიის წინაშე.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ