ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველო, როგორც კვლევითი საგანი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

10 ივლისს ქ. ლონდონში საქართველოს საელჩოში გაიმართა მორიგი მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველო, როგორც კვლევითი საგანი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

აღნიშნული ღონისძიება საელჩოს მიერ შემუშავებული Wine table talks ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მრგვალი მაგიდის ფორმატში, არაფორმალურ გარემოში საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, კულტურული და სხვა საკითხების განხილვას მოწვეულ მთავრობის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ჟურნალისტებსა თუ სტუდენტებთან ერთად.

მრგვალ მაგიდაზე მოწვეულთა შორის იყვნენ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის, კინგს კოლეჯისა და ბრიტანეთის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებმაც თავიანთი, საქართველოსთან დაკავშირებული კვლევევის შესახებ ისაუბრეს.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ბრექსიტის გავლენა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების საკითხი, ორგანიზაცია Peace Corps მუშაობა საქართველოში და ჯანდაცვის საკითხები.

საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინითა და ხაჭაპურით.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ