ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ღონისძიება: "დიალოგი ორ ელჩთან"

6 ივლისს საქართველოს საელჩოს, ბრიტანულ ქართული საზოგადოებისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრ ჯონათან ჯანოღლის მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება: "დიალოგი ორ ელჩთან".

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი-სმიტი. საუბარი შეეხო საქართველო-ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებს.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა იმ ფაქტს, რომ 2017 წელს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება. ორი ელჩი იმედოვნებს, რომ მათ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა გაძლიერდება და გაღრმავდება.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას. გარდა ამისა, მან ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ღირსეულ პარტნიორობაზე მრავალ სფეროში, იქნება ეს  მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ნატოსა და სხვა საერთაშორისო მისიების ფარგლებში, თანამშრომლობა  ევროპის ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობისათვის (20-წლიანი პარტნიორობა British Petroleum-თან), თუ აქტიური კავშირები ბიზნესის, კულტურისა და განათლების დარგში.

ბრიტანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის,  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ღონისძიებას ტვიტერზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

Tamar Beruchashvili

Honored 2participate w Amb @JustinMcKenzieS at great event hosted by MP @JDjanogly & @BritGeoSociety. Strong commitment 2close cooperation!

TY @JDjanogly for excellent opportunity to discuss topical issues of #UK - #Georgia Strategic partnership

Jonathan Djanogly

Celebrating 25 years diplomatic relations between Georgia-UK with our two excellent Ambassadors

UK in Georgia

On July 6 Embassy of Georgia to the UK and British-Georgian Society with the support of Jonathan Djanogly MP hosted an event: Conversation with two Ambassadors. 

TasteofGeorgia

Thanks to two wonderful ambassadors @tberuch and @JustinMcKenzieS for an interesting conversation

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ