ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ პირველად აისახა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევის შედეგად, ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში პირველად აისახა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

ანგარიშში, კერძოდ, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის ქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რამაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება გამოიწვია. ხაზგასმულია ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის პროცესი, მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვა. ანგარიში საუბრობს ასევე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც სულ უფრო და უფრო რთულდება მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებითა და .. გადასასვლელი პუნქტების დახურვით. ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისი თავის ანგარიშში მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში:

რუსეთის ქმედებებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოიწვია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებაორივე რეგიონში. გაიზარდა ზეწოლა გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის, დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე უარის, .. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების გზით. მკაცრად შეიზღუდა ქართულენოვანი განათლება და მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც ზღუდავს ეთნიკური ქართველების ცხოვრებისა და საკუთრების უფლებებს. დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთსა და ორივე რეგიონში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები შეუშვან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო და თანამეგობრობის ოფისში ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს.“

24 ივლისს ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში დაგეგმილია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ უწყების ყოველწლიური ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, უიმბლდონის ლორდ აჰმადის მიერ.   

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის 2016 წლის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ:  https://www.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/630623/Human_Rights_and_Democracy_Report_2016_accessible.pdf

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ