ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
აგვისტოს ომის შედეგად ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი

კვირას, 6 აგვისტოს ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ პანაშვიდს.

თავის გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა 17 შინდისელის გმირობის შესახებ. მან ასევე წაიკითხა შინ მისვენებული ერთ-ერთი გმირის – მიხეილ დვალიშვილის მშობლების მიერ, მის სხვა პირად ნივთებთან ერთად ჯიბეში ნაპოვნი, ქაღალდის ნაგლეჯებზე დაწერილი ლექსი:

"ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს,სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს, ბევრი ვიყავით, ერთი სამარეთხილის გულივით გავინაწილეთ“ 

– ამ სიტყვებს 21 წლის მიხეილ დვალიშვილი აგვისტოს ომის ქარცეცხლიან დღეებში წერდა. 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ