ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის ვიზიტი შოტლანდიაში

20-22 სექტემბერს მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის ოფიციალური ვიზიტი ქ. ედინბურგში. ეს არის საქართველოს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი შოტლანდიაში.

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს შოტლანდიის ხელისუფლებასთან, ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება. თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა შოტლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს კენ მაკინტოშს და თავმჯდომარის მოადგილეს ლინდა ფაბიანის. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შოტლანდიის პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა განიხილეს ორ პარლამენტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ქართული ღვინის დეგუსტაციის მოწყობა პარლამენტში მომავალ წელს. ვიზიტის დროს, მან ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის ჩანაწერების წიგნში.

პარლამენტის სხდომაზე საქართველოს ელჩს ოფიციალურად მიესალმნენ. გარდა ამისა, ელჩს შესაძლებლობა ჰქონდა, დასწრებოდა პირველი მინისტრის ნიკოლა სტარჯენის გამოსვლას პარლამენტში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი 21 სექტემბერს შეხვდა შოტლანდიის მთავრობის წევრს, საერთაშორისო განვითარებისა და ევროპის მინისტრს, ალისდერ ალანს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შოტლანდიას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

თამარ ბერუჩაშვილმა ასევე გამართა შეხვედრა ედინბურგის სავაჭრო პალატის საერთაშორისო მენეჯერ ალექსია ჰარამისსა და საერთაშორისო აღმასრულებელ ოფიცერ - სოფი ლუ ლე ნირსთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და შოტლანდიის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების დამყარებასა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას. ქ-მა თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ინვესტორებისათვის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მომავალ წელს ედინბურგის სავაჭრო პალატაში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობაზე სემინარის გამართვის საკითხი.

გარდა ამისა, საქართველოს ელჩი შეხვდა ედინბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს საერთაშორისო საკითხებში, პროფესორ ჯეიმს სმიტს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ურთიერთობების დამყარება/გაღრმავების საკითხს, მათ შორის გაცვლითი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობას. საქართველოს ელჩი მიიწვიეს ედინბურგის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად. ქ-ნი თამარი ასევე შეხვდა ედინბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს.

კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით ქ-ნი თამარი ასევე შეხვდა ედინბურგის „ფრინჯის“ თეატრალური ფესტივალის საზოგადოების (Edinburgh Fringe Festival Society) მენეჯერს, დენი რაეს. საუბარი შეეხო ფრინჯის საზოგადოებასთან კავშირების გაღრმავებას. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული თეატრის დადგმები სარგებლობენ კრიტიკოსებისა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან აღიარებით.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ