ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული პოლიფონიის საღამო ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში

2017 წლის 30 სექტემბერს, ლონდონში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით ქართული პოლიფონიის საღამო გაიმართა, რომლითაც ბიბლიოთეკამ გახსნა თავისი მასშტაბური პროექტი სახელწოდებითხმების სეზონი“.

ღონისძიებაზე მოეწყო ბრიტანული კომპანიაგრამოფონისმიერ 1901-1914 წლებში თბილისის ოფისში გაკეთებული ჩანაწერების პრეზენტაცია ბრიტანელი და ქართველი მკვლევარების, ისტორიკოსებისა და მუსიკოსების მიერ.

ქართულ პოლიფონიურ მუსიკასა დაგრამოფონისისტორიულ კოლექციაზე ისაუბრეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ამერიკისა და ევროპის კოლექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯანეტ ზმროჟეცკიმ, ბრიტანეთის ბიბლიოთეკის კურატორმა ვილ პრენტისმა, ცნობილმა მომღერალმა და მუსიკისმცოდნემ, ანსამბლრუსთავისსამხატვრო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანზორ ერქომაიშვილმა და თბილისის კონსერვატორიის რექტორმა, პროფესორმა რეზო კიკნაძემ. აუდიტორიამ მოისმინა კომპანიაგრამოფონისკავკასიასა და შუა აზიაში საუკუნის წინანდელი მოგზაურობისა და ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ჩანაწერების შესახებ. აღნიშნული ჩანაწერების მეშვეობით ქართული პოლიფონიის უამრავი მარგალიტის გადარჩენა და შენახვა მოხერხდა, რამაც თავის მხრივ, დიდი როლი შეასრულა 2001 წელს იუნესკოს მიერ ქართული პოლიფონიური სასიმღერო კულტურის კაცობრიობის არამატერიალურ საგანძურად აღიარებაში.

ღონისძიების აკადემიურ ნაწილში აუდიტორიამ ასევე მოისმინა ქართული და ბრიტანული ორგანიზაციების პრეზენტაციები მათი მხრიდან ქართული პოლიფონიური მუსიკისა და ზოგადად, კულტურის მხარდაჭერის შესახებ. ბაია ჟუჟუნაძემ წარმოადგინა ფონდ "ქართული გალობის" პროექტები ამ მიმართულებით, ხოლო ჯეისონ ოსბორნმა ისაუბრა ქართულ კულტურაზე პოლიფონიის გავლენის შესახებ და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ჩართულობაზე გაერთიანებულ სამეფოში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

საღამოს დასკვნითი ნაწილი გახლდათ ანსამბლრუსთავისკონცერტი. ანსამბლი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ წარადგინეს. ნახევარი საუკუნის წინ ანზორ ერქომაიშვილის მიერ მეგობრებთან ერთად დაარსებულმა ანსამბლმა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ძირითადად 1901-1914 წლებშიგრამოფონშიჩაწერილი უნიკალური კოლექციიდან შეასრულეს სიმღერები. კონცერტი მაყურებელმა დიდი ოვაციით მიიღო.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ქართული პოლიფონიის საღამოს გამართვის შესახებ საქართველოს საელჩოს მიერ თითქმის ერთი წლის წინ ინიცირებული პროექტის ირგვლივ უპრეცედენტო მხარდაჭერის გენერირება მოხერხდა. ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში წვლილის შეტანისთვის საელჩო მადლობას უხდის ბრიტანეთის ბიბლიოთეკას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ფონდქართულ გალობას“, ანსამბლ "რუსთავსა" და - ანზორ ექრომაიშვილს, ღვინის კომპანიაშილდას“, ლონდონის ქართული ღვინის კლუბსა და ბრიტანულ-ქართულ საზოგადოებას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ