ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული ღვინის ზეიმი

ქართული ღვინის ზეიმი

ღვინის ნულოვანი მერიდიანი - ქართული ღვინის საღამო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, 5 ოქტომბერი 2017

2017 წლის 5 ოქტომბერს ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათაო ოფისში ჩატარდა ქართული დოკუმენტური ფილმის „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ მსოფლიო პრემიერა. საღამო სახელწოდებით „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის ორგანიზებით და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ქართული ღვინის კომპანიების მხრადაჭერით.

საღამო გახსნა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია რეჟისორ ნანა ჯორჯაძის, პროდიუსერ შალვა ხეცურიანის და ბრიტანელი ღვინის ექსპერტის სტივენ სპურიეს მონაწილეობით. საღამო დასრულდა მიღებით და ქართული ღვინის დეგუსტაციით.

ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ეძღვნება ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიან უწყვეტ ისტორიას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის უძველეს ქვეყანას. ფილმი შეიქმნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მარანი ხეცურიანი“-ს ფინანსური მხარდაჭერით. ფილმის რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე, კონცეფციის ავტორი და პროდიუსერი - შალვა ხეცურიანი, სცენარის ავტორი - თამარ ბართაია, ოპერატორი - მიხეილ კვირიკაძე. ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციაში: Hollywood International Independent Documentary Award, Oenovideo International Grape & Wine Film Festival, MOST Wine & Cava International Film Festival, etc.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ღონისძიების თანაორგანიზებისათვის, საქართველოს სომელიეთა ასოციაციას, ღვინის ეროვნულ სააგენტოს და ქართული ღვინის კომპანიებს: „მარანი ხეცურიანი“, “GWS”, „შატო მუხრანი“, „შილდა“, „საქართველოს ველები“ ღონისძიების მხარდაჭერისთვის.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ