ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ვაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბრიტანეთი საქართველოში ინვესტიციების გაზრდით დაინტერესებულია

24.10.2017 - ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს  სპეციალური წარმომადგენლის მაიკლ პრიტჩარდის გაცხადებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნის მთავრობებისათვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს: „კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად წარმატების მიღწევა,  ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს“, აღნიშნა მარკ პრიტჩარდმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ლონდონში, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული ღონისძიების შემდეგ.

მარკ პრიტჩარდის შეფასებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით  უზარმაზარი პოტენციალია არსებობს და ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით სხვადასხვა სექტორებში: „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაინტერესებულია ინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოს დაცვის და საცალო ვაჭრობის  სფეროებით, ასევე საინტერესოა საფინანსო, საბანკო და საპენსიო სერვისები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით მანსონ ჰაუსში, ლონდონის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და როცა ვსაუბრობთ პენსიებზე, ბანკებსა და ფინანსურ მომსახურებაზე  გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს ამ მიმართულებებით“.

ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით გამართული ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ლონდონის სითის ლორდ მერმა ენდრიუ პარმლიმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარაო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ