ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ლონდონში აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა

2017 წლის 16 ნოემბერს, ლონდონში აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. საღამო ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა პროფესორ ინესა მერაბიშვილის ლექციას გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ასევე, ქალბატონმა ინესამ წაიკითხა ლექსები თავისი ახალი წიგნიდან "აღმოაჩინე გალაკტიონი", რომელიც გალაკტიონის ლექსების ინგლისურენოვან თარგმანს წარმოადგენს.

ღონისძიება აზიის სახლის ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა პამელა კემბერმა გახსნა, რომელმაც ქართულ მხარესთან აზიის სახლის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის სახელით სტუმრებს საელჩოს მრჩეველი ნელი შიოლაშვილი მიესალმა, რომელმაც აუდიტორიას პროფესორი ინესა მერაბიშვილი წარუდგინა.

ცნობილი ბაირონოლოგი ინესა მერაბიშვილი ინგლისური ენისა და ლინგვისტიკის პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავთ. არის საქართველოს ბაირონის საზოგადოებისა და თბილისის ბაირონის სკოლის დამაარსებელი და დირექტორი. ინესა მერაბიშვილი თარგმნის ბაირონის პოეზიას ქართულად და გალაკტიონის პოეზიას - ინგლისურად. გამოცემული აქვს 15-ზე მეტი წიგნი და მონოგრაფია.

ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრები, ბრიტანული კულტურისა და ლიტერატურის ინსტიტუტების წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები და ლონდონში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საღამოს ფარგლებში, ინესა მერაბიშვილმა ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა გაერთიანების სპეციალური ჯილდო "ოქროს ფრთა" გადასცა ბრიტანელ პოეტსა და დრამატურგს ლორდ დომინიკ მერევორსს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლორდი მერევორსი იყო ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს ინიციატორი, რომელიც ქენინგ ჰაუზში გაიმართა 2012 წელს, ასევე ქალბატონი ინესას მონაწილეობით.

ლექციის შემდეგ საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის აზიის სახლს ღონისძიების თანაორგანიზებისა და ზოგადად, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

აზიის სახლი გაერთიანებული სამეფოს კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის პოლიტიკური, ეკომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ფორმით ორგანიზებული დიალოგის გზით, შესაბამისი ინსტიტუტებისა და პირების მონაწილეობით.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ