ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ლონდონში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა

2017 წლის 20 ნოემბერს, ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) სათავო ოფისში ჩატარდა კონფერენცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ OUTLOOK ON GEORGIA 2017. ღონისძიება გაიმართა კომპანიის Emerging Europe-ის ორგანიზებით და EBRD-ისა და გაერთიანებულ სამეფოში  საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის მზარდი სფეროები და საინვესტიციო შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და საბანკოს-საფინასო სექტორებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ, ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) კავკასიის, მოლდოვასა და ბელარუსის ხელმძღვანელმა ბრუნო ბალვანერამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილმა და ქართული და ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე ფარგლებში გაიმართა სამი სადისკუსიო პანელი: საქართველოს აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე - შესაძლებლობები ინფრასტრუქტურაში და რეგიონული ინტეგრაცია, საქართველოს ფინასური სექტორი და ტურიზმი.

სპეციალური გამოშვება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ Outlook on Georgia 2017 – special report”: http://emerging-europe.com/category/special-reports/georgia-2017/

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ