ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩი თამარ ბერუჩაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ელჩი თამარ ბერუჩაშვილი 2017 წლის 27 ნოემბერს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 30-ე სხდომაზე არჩეული იქნა ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტად.

საქართველო, როგორც მზარდი საზღვაო ქვეყანა პირველად წარმოჩნდა ამ ორგანიზაციის ფარგლებში ასეთ მაღალ დონეზე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეა ტარდება ორგანიზაციის სათავო ოფისში, ქ. ლონდონში 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით. ასამბლეა იმართება ორ წელიწადში ერთხელ და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის უმაღლეს ტრიბუნას. ასამბლეა ასევე ირჩევს ორგანიზაციის საბჭოს წევრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ