ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს ორგანიზაციის ასამბლეის 30-ე სხდომა

ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს ორგანიზაციის ასამბლეის 30-ე სხდომა, რომელსაც საქართველოს სახელით ესწრებიან: საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამარ იოსელიანი, სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი ქრისტინა რზგოევა, საელჩოს მრჩეველი, ალტერნატიული მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში ნინო ხარაძე.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეა წარმოადგენს ორგანიზაციის უმაღლეს ორგანოს და ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

ასამბლეა, რომელსაც ტრადიციულად ესწრებიან წევრი ქვეყნების საზღვაო სფეროს უმაღლესი წარმომადგენლები, განიხილავს და აჯამებს ორგანიზაციის მიერ ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას და განსაზღვრავს სამომავლო გეგმებსა და საქმიანობის მიმართულებებს.

აღსანიშნავია, რომ ელჩი თამარ ბერუჩაშვილი არჩეული იქნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს ჩილეს ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი ორანიზაციაში როლანდო დრაგო და ვიცე-პრეზიდენტად - კვიპროსის უმაღლესი კომისარი, მუდმივი წარმომადგენელი ევრიპიდეს ევრივიადესი. საქართველო, როგორც მზარდი საზღვაო ქვეყანა პირველად წარმოჩნდა ამ ორგანიზაციის ფარგლებში ასეთ მაღალ დონეზე.

ასამბლეის სხდომის ფარგლებში პირველ დეკემბერს ჩატარდება ორგანიზაციის საბჭოს არჩევნები, რომლის დროსაც ორგანიზაციის 172 წევრი ქვეყნიდან 40 არჩეული იქნება საბჭოს წევრად მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის კიტაკ ლიმის სიტყვა ორგანიზაციის ასამბლეის 30-ე სხდომის გახსნაზე:

Opening address to the thirtieth regular session of the IMO Assembly by Kitack Lim, IMO Secretary-General IMO Headquarters, 27 November 2017

http://www.imo.org/…/Secretary-Gene…/Pages/A30-opening.aspx…

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ