ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

11-12 დეკმებერს, საქართველო-დიდი ბრიტანეთის ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების ფარგლებში გაიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს და იმართება ყოველ წელიწადს ადგილმონაცვლეობით თბილისსა და ლონდონში. ვიზიტის ფარგლებში, მხარეები განიხილავენ ბრიტანეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ბრიტანეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაერთიანებული სამეფოს გამოცდილების გაზიარება.

 ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით შეხვდა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტომ ტუგენდჰატს. საუბრები შეეხო, საქართველო-დიდი ბრიტანეთის მიმდინარე და მომავალ ურთიერთობებს პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში. ასევე, აღინიშნა საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი მხარდაჭერა. ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

ვიზიტის მეორე დღეს ინდივიდუალური და გაფართოებული შეხვედრები გაიმართა ლორდთა პალატაში საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლორდ ჰოუელთან. ასევე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოგლისთან და პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები და მეგობრობის ჯგუფების როლი ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარებაში, ასევე მეგობრობის ჯგუფების დღის წესრიგი და პრიორიტეტები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ორდღიანი ნაყოფიერი შეხვედრების დასასრულს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მიიღეს ერთობლივი კომუნიკე, სადაც დაფიქსირებულია საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა სფეროებში და განსაზღვრულია სამომავლო პრიორიტეტები.

ერთობლივი კომუნიკე 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ