ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მემორიალის გახსნის ცერემონია სერ ოლივერ და მარჯორი უორდროპის საფლავზე

2017 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სერ ოლივერ და მარჯორი უორდროპების საფლავზე მემორიალის გახსნის ცერემონია ქ. სევენოუქსში.

აღნიშნული მემორიალი ქართველი ხალხის სახელით მიეძღვნა და-ძმა სერ ოლივერ და მარჯორი უორდროპებს მათი განსაკუთრებული დამსახურებისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის, კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში. აღსანიშნავია, რომ სერ ოლივერ უორდროპი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში და საქართველოს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდამჭერი.

მუშაობა მემორიალის გახსნის საკითხზე გასული წლიდან მიმდინარეობდა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პარლამენტი და საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში. აღსანიშნავია, გასული მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრიდონ საყვარელიძის მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში. ქართულ მხარეს განსაკუთრებული დახმარება გაუწია . სევენოუქსის წმ. ნიკოლოზის ეკლესიამმემორიალი დაამზადდა მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიას ავტორობით.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ