ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში

22-24 იანვარს, ქ. ლონდონში „მსოფლიო განათლების ფორუმი 2018” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს მინისტრთან ერთად საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია თანამედროვე მსოფლიოს საერთო საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრა. შესაბამისად, ფორუმს ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან განათლების საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები პირები და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

22 იანვარს, ქ. ლონდონში ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დიდ ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა საქართველოს საელჩოში. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა. განათლების მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე განათლების სექტორის რეფორმაზე და ინიციატივებზე და ქართველი სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში სამუშაო შეხვედრები გამართა, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მინისტრი, ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებს, განათლების სფეროს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბრიტანელ ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრებისას მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმასა და ინიციატივებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ქართული უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გაიმართა ნიუტონის ფონდის საერთაშორისო მეცნიერებისა და ინოვაციების ექსპერტებთან და კემბრიჯის შეფასების განათლების საერთაშორისო ცენტრისა (Cambridge Assesment International Education) და მაკმილანის განათლების ცენტრის (Macmillan Education Center) ექსპერტებთან. განათლების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, მინისტრი ასევე შეხვდა ისეთი მაღალი რანგის ტექნოლოგიურ კომპანიების წარმომადგენლებს როგორიცაა Microsoft-ი, HP-ი და Amazon-ი. 

განათლების მსოფლიო ფორუმის დასასრულს, “ExCeL”-ის საექსპოზიციო დარბაზში მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოფენა (British Educational Training and Technology Show -BETT) გაიმართა. გამოფენაზე განათლების მსოფლიო ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ საგანმანათლებლო სფეროში მსოფლიო მიღწევებს. 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ