ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ბრიტანულ „Channel 5”-ზე ქართულ ღვინოს სპეციალური გადაცემა მიეძღვნა

გაერთიანებული სამეფოს პოპულარულ სატელევიზიო არხზე - “Channel 5”, ცნობილმა გადაცემა “The Wine  Show“ პირველად წარმოაჩინა საქართველო და ქართული ღვინო.

გადაცემა მიეძღვნა საქართველოში ჯვრის, ვაზისა და ღვინის მნიშვნელობას, ასევე ქართული ღვინის წარმოებას და მეღვინეობის კულტურას.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით და ბრიტანეთში ქართულ ღვინის კლუბთან თანამშრომლობით, "The Wine Show”-ს ჯგუფი გასული წლის მარტში ეწვია თბილისსა და კახეთის რეგიონს.

აღსანიშნავია, რომ “The Wine Show” ბრიტანული ტელეკომპანიის ITV-ის პროექტია, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს გაერთიანებულ სამეფოში და მის საზღვრებს გარეთ. გადაცემა უკვე გაშუქდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

http://www.channel5.com/show/the-wine-show/

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ